29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში აქციები არ წყდება - მოსახლეობა დე ფაქტო მთავრობას ახალგაზრდების წამებაში ადანაშაულებს

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. 

ხალხის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება ე.წ გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი. მას ადგილობრივები 28 წლის ახალგაზრდას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებენ. ამბობენ იმასაც, რომ პროცესს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა, რომელიც დანარჩენ 7 მილიციელთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დე ფაქტო მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ეცდება, თუმცა სიტუაციის ესკალაციას გამორიცხავენ.

28 წლის ინალ ჯაბიევს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 3 ახალგაზრდას მილიცია დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე მომხდარ თავდასხმაში სდებდა ბრალს. დაკავებიდან მესამე დღეს გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა, მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა საპირისპიროს ამტკიცებდა.

3 შვილის მამაზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი აწამეს. ცემის შედეგად, პარალიზებულია მეორე დაკავებული ნიკოლაი ცხოვრებოვი. ამ ფაქტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უკან დახევას არ აპირებენ.

დღის ამბები