29 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
29 მილიონი კოვიდინფიცირებული - მსოფლიო ლიდერებისგან უკვე ისმის განცხადებები, რომ მსოფლიოში მეორე ტალღა დაიწყო

29 მილიონი - ეს მსოფლიო სტატისტიკაა. მილიონს უახლოვდება ლეტალობის მაჩვენებელიც.

ყველაზე მძიმე ვითარება შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია. უკვე მეოთხე დღეა, ინდოეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 95 ათასს აჭარბებს.

ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდება ევროპაშიც, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პირველად, კოვიდ-19-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 10 ათას 561 შემთხვევა გამოვლინდა.

გაერთიანებულ სამეფოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 3 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ცხრა ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო ლიდერებისგან უკვე ისმის განცხადებები, რომ მსოფლიოში მეორე ტალღა დაიწყო.

დღის ამბები