29 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ხურვალეთში ოკუპანტების მავთულხლართები უკვე სკოლას და სასაფლაოს უახლოვდება

მცოცავი ოკუპაცია რომელიც ისევ გრძელდება, დღეს ხურვალეთში რუსი სამხედროები კვლავ გამოჩნდნენ.

საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს ბოლო დღეებია მოექცა ის ტერიტორიები, სადაც მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ახლა მავთულხლართები უკვე სკოლას და სასაფლაოს უახლოვდება. 

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების გავლება 2011 წელს დაიწყეს. სოფელი ორ ნაწილად გაიყო და საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა ადგილობრივების ბაღები და სახნავ-სათესი მიწები.

ადგილობრივებისთვის პრობლემად რჩება იმ ტერიტორიაზე გადაადგილებაც, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებს, მაგრამ საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მდებარეობს.

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია დაგმო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც. მომავალი კვირის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

დღის ამბები