გორში დღეს ტაქსის მძღოლი მოკლეს. 38 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ოჯახში იყო მისული და დაპირისპირებაც მასსა და ამ ოჯახის წევრს შორის მოხდა.
ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა, რა დროსაც მას დანა დაარტყეს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ დაინახეს ორი ადამიანი, ერთი მათი მეზობელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გარბოდა და დაჭრილი, რომელიც მათ თვალწინ სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა. უცნობია ოფიციალური ვერსია.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშვეს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.