29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
"რუსთავი 2-ში" თანამშრომლების ტესტირების მეორე ეტაპი ჩატარდა - არხზე უსაფრთხოების საგანგებო ზომები მოქმედებს

"რუსთავი 2 -ში" თანამშრომლების ტესტირების მეორე ეტაპი ჩატარდა. მას შემდეგ, რაც "კურიერის" წამყვანს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, არხზე უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა.

ვმუშაობთ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით. შემოწმებები, შენობის ყოველდღიური დეზინფექცია, დისტანცია და პისიარ ტესტირება.

პირველ ეტაპზე ტელევიზიაში ჩატარებული ტესტების ყველა პასუხი, დახლოებით 400-მდე ნიმუში უარყოფითი იყო.

ამჯერად 100-მდე თანამშრომელი შემოწმდა, საუბარია იმ პირებზე, ვისაც თეონა ცხომელიძესთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. განმეორებითი ტესტის პასუხი ერთ დღეში გახდება ცნობილი.

დღის ამბები