29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი საჯარო სკოლის ორ პედაგოგს დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები ამავე სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგები არიან.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ინფიცირებულები ე.წ. ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან.

"სამწუხაროდ, კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა. ახლა, ვიწყებთ კონტაქტების მოძიებას. ყველა მათგანს ჩაუტარდება PCR კვლევა,"-განაცხადა არჩილ მჟავიამ.

დღის ამბები