29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები შესთავაზეს - პარტიის ღონისძიებაზე დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" ღონისძიებაზე  სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ, პარტიის ლიდერისთვის პუტინის გამოსახულებით სტიკერი გადაეცათ და კითხვა დაესვათ: "არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი"? თუმცა, მათ კითხვაზე პასუხის ნაცვლად საპასუხო დაპირისპირება მიიღეს.

პარტიის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ლომიას თქმით, თავად აქტივისტები არიან მოსყიდულები და მან აქტივისტს სტიკერი შუბლზე გაკვრა ურჩია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ისინი სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ. 

დღის ამბები