ფოთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცს დღეს დაუდასტურდა.
ფოთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში იმყოფებოდა, სადაც მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახლო კონტაქტების მოკვლევა.
"კორონავირუსი დაუდასტურდა 24 წლის ბიჭს, რომელიც იყო თბილისში და კონტაქტი ქონდა კოვიდინფიცირებულთან. კლინიკური გამოვლინება ძალიან სუსტი სიმპტომატიკით აქვს, მშრალი ხველა და ყელის ტკივილი. თვითონ მიმართა გამოსაკვლევად ლაბორატორიას.
კონტაქტების გამოკვლევა დავიწყეთ, ჯერჯერობით სრულად არ არის მოკვლეული, მაგრამ თითქმის 80% , ანუ დაახლოებით 25 ადამიანი გამოვიკვლიეთ, მათი პასუხები ხვალ დილით გვეცოდინება“ - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.