29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" ღონისძიებაზე ბორში მიიტანეს

ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" ღონისძიებაზე ბორში მიიტანეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, პარტიის "რუსული პოლიტიკა" ამგვარად გააპროტესტეს.

სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ ცენტრალურ მოედანზე ბორში პატრიოტების მხარდამჭერებისთვის მიიტანა. მისი თქმით, მათ ძალიან უყვართ რუსეთი და რუსული ბორში.

აკაკი საღინაძის თქმით, პარტია რუსული ფულით ფინანსდება, რაც საქართველოს ღალატია და შეურაცხყოდაა. 

ადგილზე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებისთვის რუსეთუმეების ძახება შეურაცხყოფაა, რადგან პარტია  არა რუსეთს,  არამედ ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.

ქუთაისის ცენრტრალურ მოედანზე "პატრიოტთა ალიანსი" აქციას მართავს, სადაც ასევე მაჟოროტარი დეპუტატობის კანდოდატს წარადგენენ.

დღის ამბები