გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს მცხეთის რაიონული სასამართლო ხვალ განიხილავს.
სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხიც განიხილება.
პროცესზე დაცვის მხარე აპირებს მიუთითოს, ბრალდებულების მიმართ რატომ არ უნდა იყოს შენარჩუნებული პატიმრობა.