29 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
ოპოზიციის ბრალდებებს, საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისია გამოეხმაურა

ოპოზიციის ბრალდებებს, საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისია გამოეხმაურა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა. 

"73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი წარიმართა კანონმდებლობის სრული დაცვით. თითოეული კონკურსანტის შესახებ არის ინფორმაცია როგორც მათი გამოცდილების, ასევე - კვალიფიკაციის.

მთავარია, აღინიშნოს, რომ პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაკვირვებოდნენ აღნიშნულ პროცესს და გარდა ამისა, ცესკოს იმ სხდომაზე, სადაც ხდებოდა საოლქო კომისიის დროებითი  წევრების არჩევა, იმყოფებოდნენ უფლებამოსილი პარტიები და პროცესი წარიმართა კანონმდებლობის სრული დაცვით," - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები