29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ყოფილი სასულიერო პირის ოჯახის მტკიცებით, დაკავებულს ტელეფონი წაართვეს და არასრულწლოვანს მესიჯები მიზანმიმართულად გაუგზავნეს

დაკავებული ყოფილი სასულიერო პირის ოჯახის წევრები "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებენ.

ლევან ჯალაღონიას, იგივე მამა იოანეს ახლობლები მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ და არ სჯერათ გამოძიების ინფორმაციის, რომ დაკავებული პირი არასრულწლოვანს აშანტაჟებდა და პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სთხოვდა.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ლევან ჯალაღონიას რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ, სცემეს და ტელეფონი წაართვეს. ისინი ირწმუნებიან, რომ არასრულწლოვანს ტექსტები სწორედ მათ გაუგზავნეს. 

"მობილური წაართვეს, სცემეს კიდევაც, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყველაფერი ითქვა, მაგრამ ურეაქციოდ. არავინ გასცა პასუხი. ისმის კითხვა - რისთვის სჭირდებოდათ მამაოს 200 ლარიანი ტელეფონი, რატომ წაართვეს. ალბათ იმიტომ, რომ მისი ტელეფონით ესარგებლათ.

დამნაშავე არ განიცდის, ის ცდილობს, რომ სიტუაციიდან გამოძვრეს, ეს კიდევ ძალიან განიცდიდა, რადგან ყველაფერი, რაც ააგორეს, იყო უბრალოდ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული,"-აცხადებს დაკავებულის ოჯახის ერთ-ერთი წევრი. დაკავებულის

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ლევან ჯალაღონიას წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია რუის-ურბნისის ეკლესიის წინამძღვარს უკავშირდება. 

დღის ამბები