29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ე.წ. აფრიკის დასახლებაში, შესაძლოა, ახალი კლასტერი გაჩნდეს - ერთ-ერთ კორპუსში COVID-19 რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა

თბილისში, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდეს - ე.წ. აფრიკის დასახლების ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კორონავირუსი რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთაც ვირუსი ბათუმიდან ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩნდათ.

ეპიდემიოლოგებმა მათი კონტაქტების შესწავლის შემდეგ კარანტინში 17 ადამიანი გადაიყვანეს და, არსებული ინფორმაციით, მათგან 10-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ადგილობრივების ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

დღის ამბები