29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
მიუხედავად იმისა, ვინ არის კანონის დამრღვევი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი თუ სხვა, კანონის წინაშე ყველა ერთი ვართ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ყოფილი სასულიერო პირის დაკავებას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ეხმაურება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული რამდენიმე წლის წინ რუის-ურბნისის ეპარქიაში მსახურობდა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ ამ პირის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ვერ იხსენებს ვერც იმ პერიოდს, როცა ლევან ჯალაღონია, იგივე მამა იოანე ეპარქიაში მსახურობდა.

ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის წინაშე, სტატუსის მიუხედავად, ყველა თანასწორია. 

"პირველად მესმის თქვენგან. მე არ ვიცი იქ სინამდვილეში რა იყო, მაგრამ რასაც ახლა თქვენ ყვებით, ამაზრზენი ფაქტია, რა თქმა უნდა. მე პირადად, თვალებში შემიძლია შევხედო ყველას - ადამიანს, რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს და ვთქვა ხმამაღლა - მიუხედავად იმისა, ვინ არის კანონის დამრღვევი, სასულიერო პირია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირია, რაიმე სხვა უწყების წარმომადგენელი, თუ ჩვეულებრივი ადამიანი, კანონის წინაშე ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთნი, კანონი უნდა იყოს უზენაესი"-განაცხადა ეპისკოპოსმა. 

 

დღის ამბები