29 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - საერთო რაოდენობამ უკვე 600-ს გადააჭარბა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 3 ათეულს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ ეტაპისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 60-მდე ადამიანი იმყოფება კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 640-ია, აქედან 170 განიკურნა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები