29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.ს მამა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე წინასწარ პატიმრობაში დარჩა. გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და უარი უთხრა ადვოკატს 2 000-ლარიან გირაოზე.

გამოძიება თამაზ ხომასურიძეს მტკიცებულებების ფალსიფიცირებას, მუქარას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ის სამართალდამცველებმა გუშინ საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ხომასურიძემ შეიმუშავა სქემა და ის 2 მობილური ტელეფონის გამოყენებით ცდილობდა არარსებული დიალოგის იმიტაციას. მისი მიზანი კი გამოძიების ვერსიით იყო დაემტკიცებინა, რომ მოწმეს გურამ ამირხნაშვილს და გამომძიებელს სპეციალური ტელეფონებით ჰქონდათ კომუნიკაცია და წინასწარ ათანხმებდნენ იმ ჩვენებას, რომელიც მოწმეს უნდა მიეცა საგამოძიებო ორგანოსთვის. პროცესი დისტანციურად გაიმართა.

დღის ამბები