29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
4 გვერდზე გაწერილი პოლიტიკური ქცევის კოდექსი - რა შეზღუდვებს უწესებს ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეებს

თამაშის წესები პოლიტიკაში 4 გვერდზე დაეტია, ავტორი ცესკოა, ხელმომწერები დგინდება. პოლიტიკურ პარტიათა ქცევის კოდექსი სპეციალურად წლევანდელი არჩევნებისთვის მომზადდა. მის ხელმომწერებს საკუთარ თავზე იმ მორალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ, რომელიც საკანონმდებლოს მიღმა რჩება. 

იმას, რაც ცესკომ USAID-თან, IRI-სთან და შვეიცარიის მთავრობასთან ერთად მოამზადა იურიდიული დატვირთვა არ ექნება, მხოლოდ ნებაყოფლობითია. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, იქნება, თუ არა იგი იმის გარანტი, რომ არჩევნები კითხვებს არ დატოვებს - ამაში ეჭვი ეპარებათ ოპოზიციურ პარტიებს.

საპარლამენტოს მსგავსად დემოკრატიული არჩევნების პათოსს იზიარებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ოპოზიციაში გაჩნდა იდეა, რომ ამ პრინციპებს დამოუკიდებლად მოაწერონ ხელი, "ოცნების" გარეშე.

მმართველი გუნდი დოკუმენტს ცალსახა მხარდაჭრას უცხადებს, მეტიც, მისი შემუშავებაშიც მონაწილეობდა. 

ცესკოში განმარტავენ, რომ პოლიტიკურ პარტიათა ქცევის კოდექსი 2018 წელს მიღებულ დოკუმენტს ეფუძნება და იგი თავის მხრივ მსოფლიო პრაქტიკასაც ეყრდნობა. 

დღის ამბები