29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
COVID-19 "რუსთავი2"-ში - ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტელეკომპანიაში საგანგებო პროტოკოლი შემუშავდა  

"რუსთავი2"-ის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ტელეკომპანიაში ჩატარებული 400-მდე ტესტის პასუხი უარყოფითია. არხზე პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ჩატარდა შენობის დეზინფექცია, დაინიშნა ტესტირების ახალი ეტაპი.

"კურიერის" წამყვანი და ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, კლინიკაში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის ფონზე დამაკმაყოფილებელია.

ტელეკომპანიაში ამ დრომდე ელოდებიან "კურიერის" კიდევ ორი ჟურნალისტის ტესტის პასუხებს, რომლებიც ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული.

ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო პროტოკოლი შემუშავდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში. თანამშრომლებს მუშაობა პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით უწევთ. ცვლილებები შევიდა პოლიტიკურ თოქ-შოუებშიც.

დღის ამბები