29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
მოხატვით შენიღბული სავარაუდო კორუფცია - ჭიათურაში კედელი რომლის რეაბილიტაციაზეც 45 ათასი ლარი დაიხარჯა ჩამოიშალა მერიამ კი ხარვეზი გადაღება

ჩამოყრილი ფილები და მოსაწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა - ასე გამოიყურება ჭიათურაში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი, რომლის რეაბილიტაციაც ქალაქის ბიუჯეტს 45 ათასი ლარი დაუჯდა. ჭიათურის საკრებულოს ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ადგილზე ფილების გაკვრა კედლის გამაგრებითი სამუშაოების გარეშე მოხდა. 

კედლიდან ჩამოცვენილი ფილების ალტერნატივად, ჭიათურის მერიამ მისი მოხატვა გადაწყვიტა. თვითმმართველობამ სამხატვრო აკადემიის სამი სტუდენტი დაიქირავა და წყლისგან გაფუჭებული კედლის ნაწილის მოსახატად კიდევ 10 ათასი ლარი დახარჯა. თუმცა მისი გამაგრება კვლავ არ მომხდარა.

სამუშაოების შესრულების ხარისხით უკმაყოფილოა ადგილობრივი მოსახლეობაც. 

საყრდენი კედლის მოპირკეთების პროექტი, რომ ხარვეზებით შესრულდა ამას არც ადგილობრივ ხელისუფლებაში უარყოფენ. რეაბილიტაციის ტენდერში ინდმეწარმე სულხან მიქაცაძემ, კონკურენტის მიერ შემოთავაზებული დაბალი თანხის მიუხედავად გაიმარჯვა. 

გახდება, თუ არა ჭიათურელი კედელი საგამოძიებო უწყებების კვლევის საგანი - ამ კითხვას პასუხი აუდიტის ეროვნულმა სამსახურმა მერიის საქმიანობის შესწავლის შემდეგ უნდა გასცეს.

დღის ამბები