პოლიციამ საფრანგეთში "ყვითელჟილეტიანთა" აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 154 დემონსტრანტი. მომიტინგეთა დარბევა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯგუფის ერთმა ნაწილმა ურნებსა და მანქანებს ცეცხლი წაუკიდა. ვითარების გამო პარიზში დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო.
"ყვითელჟილეტიანთა" მოძრაობა აქციებს ბოლო 2 წელია მართავს. თავიდან ისინი საწვავზე გადასახადების მომატებას აპროტესტებდნენ, ახალა მათი უკმაყოფილების მიზეზი მაკრონის პოლიტიკაა.