29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"რუსთავი2"-ში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები ტარდება - გადაცემებში სტუმრები გარე წერტილებიდან ჩაერთვებიან

გუშინ PCR ტესტირება გაიარა ტელეკომპანიის 400-მდე თანამშრომელმა და ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. არხზე პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. NCDC-ის რეკომენდაციების თანახმად ხელახალ ტესტირებას გაივლიან ის პირები, ვისაც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. ტელეკომპანიაში 2 ჟურნალისტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, როლებიც ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში მაღალი ტემპერატურის გამო არიან მოთავსებული.

"საბედნიეროდ ამ ეტაპზე ყველა ტესტის პასუხი არის უარყოფითი, ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთს, მათ შორის თეონას ოჯახის წევრებს არ დაუდასტურდათ კორონავირუსი, თუმცა უმკაცრესი რეკომენდაციაა, რომ ის პირები, ვინც ახლო კონტაქტში ვიყავით თეონასთან ამ დღეების განმავლობაში, ვიყოთ მაქსიმალურად საკარანტინო პირობებში და მოხდეს კიდევ რამდენიმე ტესტირება 48 საათიან რეჟიმში," - აცხადებს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

"რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი იმნაიშვილის თქმით, ცვლილებები შევა საოპერაციო მოდელში და გადაცემებში სტუმრები გარე  წერტილებიდან ჩაერთვებიან:

"ამ ეტაპზე ჩვენ საინფორმაციო მიმართულებით ცვლილებების საფრთხეს ვერ ვხედავთ, თუმცა ცვლილება შევა საოპერაციო მოდელში, ჩვენი გადაცემის სტუმრები უშუალოდ სტუდიაში არ შემოვლენ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათთვის მოწყობილი ჩართვის წერტილები შენობის გარეთ მაქსიმალურად იყოს მზადყოფნაში,"- განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

დღის ამბები