29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტის მდგომარეობა - "რუსთავი2"-ში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

ტელეკომპანია რუსთავი2-ის ჟურნალისტი, "კურიერის" წამყვანი თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა მკურნალობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გადის. ჟურნალისტი თავს ნორმალურად გრძნობს და ამ დროისთვის  კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხს ელოდება. თეონა ცხომელიძის თქმით, ამ ეტაპზე მას არც ტემპერატურა და არც სახსრების ტკივილი არ აწუხებს.

"სიმპტომები ახალი არაფერი გამოვლენილა, ტემპერატურა არ მაქვს. ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგ არც სახსრები არ მტკივა. ნორმალურად ვარ.

სიცხე მქონდა 8-ში ღამე და როგორც კი გათენდა, წავედი და ჩავაბარე ტესტი, როგორი რეკომენდაციაც არსებობს. თუმცა სიცხემ მერე მალევე გამიარა. ფაქტობრივად ერთი დღის განმავლობაშ მქონდა მხოლოდ და ეს იყო მთელი ჩემი სიმპტომი," - აცხადებს თეონა ცხომელიძე "რუსთავი2"- თან საუბრისას.

რაც შეეხება მთლიანად სამაუწყებლო კომპანიაში არსებულ ვითარებას, გუშინ PCR ტესტირება გაიარა ტელეკომპანიის 400-მდე თანამშრომელმა და ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. არხზე პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. NCDC-ის რეკომენდაციების თანახმად ხელახალ ტესტირებას გაივლიან ის პირები, ვისაც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. ტელეკომპანიაში 2 ჟურნალისტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, როლებიც ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში მაღალი ტემპერატურის გამო არიან მოთავსებული.

დღის ამბები