29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ათასობით მიგრანტი კარვების ბანაკში განთავსებას აპროტესტებდა. მათ პორტისკენ მიმავალ გზაზე მსვლელობა მოაწყვეს და გზა გადაკეტეს.

ადგილობრივი ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით თავშესაფრის მაძიებელთა განსათავსებლად ახალ ბანაკს აშენებს.

კუნძულზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 4 დღის წინ მიგრანტთა ბანაკში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მათი საცხოვრებელი ადგილი სრულად განადგურდა.

დღის ამბები