ცნობილი ირანელი მოჭიდავე, რომელიც 2018 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს.
ნავიდ აფკარი აქციებზე ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით 27 წლის სპორტსმენი ქვეყნის უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფაშიც დაადანაშაულეს.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სპორტსმენს აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. დაკავებულია ასევე ნავიდ აფკარის ორი ძმა.
მიმდინარე თვის დასაწყისში შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს მოუწოდა, რომ ცნობილი მოჭიდავე სიკვდილით არ დაესაჯათ.