ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე 32 დემონსტრანტი დააკავეს. მიზეზად მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა სახელდება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აქციაში მონაწილეობა 15 დღიან პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს დიალოგისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ორშაბათს ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან.