საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 172 ადამიანს დაუდგინეს. აზერბაიჯანში კი ეს მონაცემი 163-ს შეადგენს.
კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ბოლო 24 საათში უკრაინაში. ქვეყანაში ლეტალურად დასრულდა 72 შემთხვევა. ვირუსი კი 3 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. ინფექციის 2 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. ყველაზე რთული მდგომარეობა კი ისევ რუსეთშია, სადაც ინფექცია 6000-მდე ადამიანს დაუდგინდა.