29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ვირუსის რა სიმპტომები აღენიშნება რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს, რომელსაც დღეს COVID-19 დაუდასტურდა​

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსისთვის დამხასიათებელი სიმპტომები ორი დღეა აღენიშნება. მან გუშინ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა და დღეს COVID-19 დაუდასტურდა. 

ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს და იქ განაგრძობს მკურნალობას. 

"სიმპტომი თითქმის არ მაქვს, სიცხე არ მაქვს დღეს მთელი დღეა. მაწუხებს მარტო ზურგის და სახსრების ტკივილი. გემო ოდნავ დავკარგე, ყნოსვას რაც შეეხება, ჯერჯერობით მაქვს. რაც შეეხება ჩემს ინფიცირებას, ერთ-ერთი ვერსია რაც გვაქვს, ეს არის რესპონდენტთან კომუნიკაცია პარასკევს, იმიტომ, რომ სხვა კოვიდ დადებითთან შეხება არ მქონია.

კონტაქტების წრე საკმაოდ დიდია სამწუხაროდ, ძირითადად სამსახური და ჩემი ოჯახის წევრები. ეპიდემიოლოგებთან ერთად ჯერ კიდევ ვმუშაობთ, რომ ზუსტად დავადგინოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რომ მოხდეს მათი შემოწმება. ვიცი, რომ მათ უმრავლესობას უკვე ტესტირება ჩაუტარდა," - ამბობს თეონა ცხომელიძე.  

დღის ამბები