29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
მუქარა, მტკიცებულებების ფალსიფიცირება და ცრუ ჩვენების მიცემა - არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა დაკავებულია 

ზ.ხ-ს მამა დაკავებულია - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მშობელს ბრალი ედება მუქარაში, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში.

თამაზ ხომასურიძე სწორედ ის პირია, ვინც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავის დაწვის ინსცენირებას ახდენდა, მანამდე კი სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

სადგურის მოედანზე გადაღებულ კადრებში თამაზ ხომასურიძის მეგობარი იმ მაღაზიაში შედის, სადაც ორი მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები შეიძინა. სწორედ მათი გამოყენებით ამოქმედდა მტკიცებულებების გაყალბების სქემა, რომლის მიზანიც იმის დამტკიცება იყო, რომ თითქოს გამომძიებელს საქმის ერთ-ერთ მოწმესთან - გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.

მტკიცებულებების გაყალბების გარდა, გამოძიება თამაზ ხომასურიძეს მუქარას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. მუქარის ადრესატები შაქარაშვილის საქმის ორი მოწმე ამირხანაშვილი და ბრეგაძე და ფეხბურთელის ბიძა გახდნენ. 

თამაზ ხომასურიძისთვის ბრალის წარდგენა ხვალ მოხდება. სავარაუდოდ ხვალვე გაიმართება სასამართლო პროცესი. 

დღის ამბები