29 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ენმ გიული ალასანიას ზუგდიდში შესაძლო წარდგენას ადასტურებს - როგორია რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების კონფიგურაცია არჩევნებამდე 50 დღით ადრე

"ნაციონალური მოძრაობის" სახელით, რომ ზუგდიდში გამარჯვებისთვის შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს, დღეს პირველად დაადასტურეს პარტიაში.

გიული ალასანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად უარყოფდნენ, თუმცა "კურიერთან" ინტერვიუში დღეს არ მალავენ, რომ ალასანიას წარდგენას გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული, "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები ამ დრომდე არ წარუდგენია.

რამდენიმე რეგიონში კანდიდატები ჯერ არც "ევრიოპულ საქართველოს" დაუსახელებია. პარტიაში ამბობენ, რომ საკუთარი რჩეულების ვინაობას მოსახლეობას მალე გააცნობენ.

არჩევნებამდე 50 დღე რჩება, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო კონფიგურაცია რამდენიმე დღეში დაზუსტდება.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო აქტიურ ფაზაში შედის საარჩევნო მარათონი და ბრძოლა გამარჯვებისთვის.

როდის გაასაჯაროებს ოპოზიცია ბრძოლის სტრატეგიას რეგიონებში გამარჯვებისთვის - ამაზე პარტიების ლიდერები საუბრობენ."ნაციონალურ მოძრაობას", რეგიონებში საკუთარი სახეები სრულად ამ დრომდე არ დაუსახელებია.

ამასობაში კი ვრცელდება სავარაუდო ვერსიები, რომ მაღალი კონკურენციის ოლქებში ნაცნობ ლიდერებს ვიხილავთ.

დღის ამბები