ქუთაისში ე.წ. სკოლის კლასტერი გაიზარდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მისივე თქმით, პაციენტები 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია.
ამასთან ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში ტესტირება გრძელდება. დღის მანძილზე მედიკოსებმა ტესტი 300-ზე მეტ პირს გაუკეთეს.