29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
covid-19-ის მზარდი სტატისტიკა ახალი რეგულაციების შემოღების საფუძველი გახდა - სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრიდან განახლდება

ბათუმის შემდეგ, სწავლის პროცესი გადაიდო საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. თბილისი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდიდი და ფოთი.

ყველა ამ ქალაქში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება, რეგულაცია ეხება საჯარო და კერძო სკოლებს ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.

კოვიდ-19 ის მზარდი სტატისტიკა ახალი რეგულაციების შემოღების საფუძველი გახდა. შეზღუდვების ახალი ტალღა სასწავლო პროცესის განახლების გადავადებას უკავშირდება.

ჩამოთვლილ დიდ ქალაქებში სწავლება სასკოლო სივრცეებში 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება, რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებს იქ სწავლა საკლასო ოთახებში ჩვეულებრივ 15 სექტემბრიდან დაიწყება.

დღის ამბები