29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
განათლების სამინისტროში მზადყოფნას გამოთქვამენ სასწავლო პროცესი როგორც დისტანციურად, ასევე სასკოლო სივრცეებშიც განახლდეს

სასწავლო პროცესის საკლასო დასწრებით განახლება ისევ გადაიდო. გადაწყვეტილება ეხებათ მხოლოდ დიდ ქალაქებს. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში პროცესი 1 ოქტომბრისთვის უნდა აღდგეს. იქამდე სპეციალისტები ეპიდვითარებას დააკვირდებიან. ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე შეეხო ბათუმსა და ქობულეთს.

განათლების სამინისტროში მზადყოფნას გამოთქვამენ, სასწავლო პროცესი განახლდეს როგორც დისტანციურად, ასევე სასკოლო სივრცეებშიც. როგორც დღეს განათლების უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, სკოლები ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით არის აღჭურვილი და ასევე მოხდება იმ 1,200 პედაგოგის ტესტირება, რომლებიც ამ ზაფხულს აჭარაში იმყოფებოდნენ.

"მივაწოდეთ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს იმ მასწავლებლების, რომლებიც იმყოფებოდნენ აჭარის ტერიტორიაზე. დაახლოებით ეს არის 2,010 მასწავლებელი და მინდა გითხრათ, რომ ყველა მასწავლებლის და არა მარტო მასწავლებლის, არამედ სკოლაში არსებული ტექნიკური თუ ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება განხორციელდება.

განათლების სამინისტრომ სრულად უზრუნველყო საჯარო სკოლების ყველა სავალდებულო საჭირო აღჭურვა, რაც გულისხმობს სადეზინფექციო საშუალებებით, ეს არის პირბადეები, დეზობარიერები, სითხეები, რომლებიც მნიშვნელოვანია არსებობდეს სკოლებში იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია და ხელი შევუწყოთ და დავიცვათ როგორც ჩვენი მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები," - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.

დღის ამბები