29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
უსაფრთხოების მიზნით დღეს "ღამის კურიერი" ეთერიდან მოიხსნა 

"რუსთავი 2"-ში თანამშრომელთა covid-19-ზე ტესტირება მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, ტელეკომპანიას შეძენილი აქვს სწრაფი ტესტები, რისი მეშვეობითაც ყველა ის თანამშრომელი დაიტესტება, რომლებიც ახლა კომპანიაში იმყოფებიან.

"ამ არასასურველი სიტუაციისთვის "რუსთავი 2" იყო მომზადებული და შევიძინეთ ტესტები იმისთვის, რომ ვინც ამ მომენტისთვის არის შენობაში, ჩაუტარდეთ ტესტირება. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეთერიდან მოგვეხსნა "ღამის კურიერი". ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენ კარგად უნდა გავზომოთ არსებული მდგომარეობა იმისთვის, რომ სხვებს საფრთხე არ შევუქმნათ. "ღამის კურიერი" ისევე, როგორც სხვა გადაცემები, აუცილებლად დაბრუნდება სატელევიზიო ბადეში,"- განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

დღის ამბები