29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
მამუკა ხაზარაძემ ჩხოროწყუში ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ჩხოროწყუში ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა

მისი განცხადებით, სამეგრელოში არსებული პოლიტიკის ჩანაცვლების მზადყოფნა შეინიშნება.  

"წარვადგინეთ ძალიან სერიოზული კანდიდატი, წარმოშობით სამეგრელოდან. პროფესორი, დოქტორი, ქალბატონი თამარ ბელქანია, რომელიც მთელი თავისი ენერგიით, თავისი ცოდნით იქნება ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანების თანაგუნდელი ვარ. ის განწყობა, რომელიც ჩვენ სამეგრელოში დაგვხვდა, ეს არის ხვალინდელი დღის სერიოზულად შეცვლის განწყობა. ის პოლიტიკა, რომელიც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, უნდა ჩავანაცვლოთ ახალი ადამიანებით,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები