29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ახალგაზრდები, რომლებიც შემოდიან პარლამენტში ლამაზები, გადიან დაღდასმულები ბოლო კარიდან - რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" სიაზე

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საარჩევნო სიას აკრიტიკებს. 
როგორ მან "დღის კურიერში" განაცხადა, სიის ერთი ნაწილის მიზანი ფულის შოვნა, ხოლო მეორე ნაწილის მიზანი ყველანაირი გზით ძალაუფლების შენარჩუნებაა. 

"ქართული ოცნების" სიის მესამედი უკვე ვიხილეთ ჩვენ. 30 მაჟორიტარი, 20 მაჟორიტარზე დღეს გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც 30-დან 19 თურმე აზის სახელმწიფო ბიუჯეტს, ბიზნესმენები და ჩვენი ბიუჯეტიდან და ჩვენი ფულით აკეთებენ თურმე საკუთარ ბიზნესს. განა რა უნდა მეღვინეს პარლამენტში, მეღვინემ უნდა აკეთოს ღვინო და მიხედოს თავის ბიზნესს. მაგრამ მოდის იმიტომ, რომ იშოვოს ფული. 20-მდე დეპუტატი რომელიც იყო, აშენდა ჩვენი ბიუჯეტიდან ტენდერებით და მრავალ მილიარდიანი საბიუჯეტო ხარჯები ინფრასტრუქტურაში იქნებოდა თუ სხვაგან, პირდაპირ მიდიოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ჯიბეში და მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან დღეს პარლამენტში," - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" სიაში შემავალი ახალგაზრდების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რაც უნდა კარგი სახელით მოვიდნენ პოლიტიკაში, ბოლოს მაინც მას სახეშეცვლილები და რეიტინგდაკარგულები ტოვებენ. 

"სამ ნაწილად არის დაყოფილი სია. ესენი არიან საშუალო დონის ჩინოვნიკები. ეს ახალგაზრდები, რომლებიც შემოდიან პარლამენტში პირველი კარებიდან ლამაზები, გადიან გამურულები და დაღდასმულები ბოლო კარებიდან. ასე აუბედურებს და არცხვენს "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ სიმპათიურად იდგნენ. ჩვენ ხომ ასეთი სიმპატიურები ვნახეთ, რომლებიც მერე მონსტრებად გადაიქცნენ. ასეთივე ლამაზი არ იყო გერმანიაში დამთავრებული სოფო კილაძე და ვიღაც სხვები და ხომ მოგვწონდა?" - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები