29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ახალი ბრძანება გამოსცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შემთხვევების მატების გამო პრევენციის მიზნით, ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში გარკვეული რეგულაციები წესდება. 

მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 10 სექტემბრიდან თავდაცვის უწყებასა და თავდაცვის ძალებში გამკაცრდება კონტროლი. 

ბრძანების თანახმად:

•    გამკაცრდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებში თერმოსკრინინგი;
•    სავალდებულო გახდება ყველა ტიპის დახურულ საჯარო სივრცეში 
პირბადის ტარება;
•    შვებულებაში გასაშვებ პირად შემადგენლობას ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი და მიეცემა რეკომენდაცია საეჭვო და რისკის შემცველ ზონაში, მათ შორის ეპიდკერებში მოგზაურობა/გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით;
•    ეპიდაფეთქების კერიდან დაბრუნებული პირადი შემადენლობა გადაყვანილ იქნება თვითიზოლაციაში ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი წესის შესაბამისად და თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, პჯრ ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, განხორციელდება მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა.

დღის ამბები