29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია - გიორგი გახარია

საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ მისი პარტია არჩევნებში დამაჯერებლად მოიგებს და მათ პოლიტიკურ ძალას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიცია არ დასჭირდება:

"უნდა იყოს შინაარსობრივად სავსე არჩევნები, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. იმის მაგივრად რომ ჩვენ ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს, ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენი მიზანი არის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და რა თქმა უნდა ადამიანზე ზრუნვა: ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი ბავშვებზე და განათლების სისტემაზე ზრუნვა, ისევე როგორც მოხუცებზე ზრუნვა. ჩვენ უნდა შევძლოთ არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისკუსიით ახალ პარლამენტში, რომელიც სრულად ახალი საარჩევნო სისტემით ლაგდება და იქნება არჩეული, რომ ეს ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი, ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იყოს კიდევ უფრო ახლოს, მიღწევადი. "ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, "ოცნებას" არ დასჭირდება კოალიცია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები