29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
"არ ვართ მკვლელები"- გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრები მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ

"არ ვართ მკვლელები" - ეს შეძახილი მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების წინა სასამართლო სხდომამდე ისმოდა. ბრალდებულებმა დუმილი ტელეკამერებთან პირველად ამ ფორმით დაარღვიეს. პროცესის დაწყებამდე ეზოში გამოჩნდნენ მათი ოჯახის წევრებიც.

არჩილ გაგნიძეს, აკაკი ქვრივიშვილის, ვახო ჩიქოვანის, ნიკა რევაზიშვილისა და არასრუწლოვან ზ.ხ-ს ოჯახი დღეს ცდილობდა განემარტა, რომ მათ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩაუდენიათ.

ოჯახის წევრები მედიასთან, დაცვის მხარე კი მოსამართლესთან ამტკიცებდა, რომ ბრალდებულების წინააღდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. თავის მხრივ, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე მოწმეებისა და მტკიცებულებების დისკრედიტაციას ცდილობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გარშემო 17 პირია დაკავებული. 17-დან 5-ს კი ბრალად ედება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

დღის ამბები