29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"ქართული ოცნება" არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" სიის ოცეული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.  სიის პირველ ნომრად მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დასახელდა. ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" ასახელებს არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, არამედ მომავალ პრემიერ-მინისტრს:

"ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის, მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, პატრიოტები და პროფესიონალები, რომლებსაც ამოძრავებთ სამშობლოს და საქმის სიყვარული, სწრაფვა ქვეყნის განვითარებისა და ადამიანებზე ზრუნვისკენ. სწორედ ამ პრინციპებით შედგა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეული, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საარჩევნო სიის პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. "ქართული ოცნება" არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს, ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ ასახელებს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობის და მართვის გამორჩეული უნარი, საქართველოს მოქმედი და მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები