29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
"ბორჯღალოსნები" ევროპის უძლიერეს გუნდებთან ერთად - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერის ტურნირზე ითამაშებს

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერის ტურნირზე ითამაშებს. "ბორჯღალოსნები" "შემოდგომის ერთა თასი 2020"-ის გათამაშებაში ნოემბრიდან ჩაებმებიან. ჩვენი გუნდის მეტოქე ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან, მე-2 ჯგუფში კი საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი ითამაშებს.

6 ერის ჩემპიონატი არის ყოველწლიური საერთაშორისო რაგბის კავშირის შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობს ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი. იმდენად პრესტიჟულია, რომ მნიშვნელობით ფაქტიურად ევროპის მცირე ჩემპიონატად ითვლება. ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე.

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები