29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
საქართველო მწვანე ზონიდან სახიფათო ეტაპზე - ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა იწყება

ბოლო რამდენიმე დღის მნიშვნელოვანი მატებით საქართველო მწვანე ზონის სტატუსს კარგავს. საქართველოს პრემიერ მინისტრი უკვე აცხადებს, რომ ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა იწყება.

ექიმები ამბობენ, რომ მწვანე ზონის სტატუსის დაკარგვა მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო პერიოდში არაერთი არაკონტროლირებადი გადაცემა დაფიქსირდა. 

ქვეყნის სტატუსზეა დამოკიდებული, თუ რა ღონისძიებები და როგორი ინტენსივობით ამოქმედდება, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, მასშტაბური ჩაკეტვა არ განხორციელდება და აქცენტი ლოკალურ ღონისძიებებზე გაკეთდება.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კოვიდინცირებულებს 13 კლინიკა ემსახურება. გამოყოფილია 780 საწოლი, მათ შორის 82 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. საწოლების 65% უკვე დაკავებულია, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა 3200-მდე გაიზრდება.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველო მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ 10 ათასი ადამიანიდან 10 კოვიდდადებითია.

დღის ამბები