29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდება, სადაც კორონავირუსზე ყველა მსურველი გაიტესტება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში სამსახურების ხელმძღვანელებთან და უწყების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, რეგიონული საბჭოს სხდომაზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის მიმართულებები განისაზღვრა, რომლითაც სხვადასხვა უწყებები და სტრუქტურები იმუშავებენ.

დღის ამბები