29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
პატიმრების გავლენის ჯგუფებად დაყოფა და უთანასწორო ურთიერთობები - ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" პენიტენციურ დაწესებულებებში კვლევა ჩაატარა

პატიმრების გავლენის ჯგუფებად დაყოფა, პრივილეგირებული სეგმენტის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება და უთანასწორო ურთიერთობები - ეს პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებებია.

კვლევა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

"მნიშვნელოვანია შევაფასოთ სხვადასხვა ეტაპი, 2013 წლამდე და 2013 წლის შიგნით. ერთი მხრივ გატარდა რეფორმა, რომ არ არის ადმინისტრაციის მიერ მართული სისტემური წამება, მაგრამ აღდგა ის კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც ადრე იყო ციხეებში," - აცხადებს ”ღია საზოგადოების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი.

შედეგებზე დაყრდნობით სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე რეკომენდაციებიც შემუშავდა და შესაბამის სტრუქტურებს წარედგინა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს შედგა.

"ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ძალიან ცოტა თანამშრომელია მაგალითად ერთ-ერთ ციხეში, სადაც თითო სართულს, თითო უსაფრთხოების ოფიცერი იცავს. ერთ-ერთი მთავრი მიზანი უნდა გვქონდეს ის, რომ თანამშრომლების რაოდენობა გავზარდოთ," - აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

დღის ამბები