29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, საპარკინგე ადგილზე სტანდარტული გადასახადი საათში 1 ლარს შეადგენს. პეკინსა და მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია სპეციალური ჯიხურები, სადაც მოქალაქეები შეძლებენ პარკინგის წესებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია მიიღონ.

"ძალაში შევიდა პარკირების ზონალური სისტემა პეკინისა და მის მიმდებარე ქუჩებზე. გადასახადი თითოეულ საპარკინგე ადგილზე სტანდარტული არის 1 ლარის ოდენობით საათში. პეკინისა და მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული არის საინფორმაციო ჯიხურები. ოპერატორები დაეხმარებიან ყველა მსურველს მიიღონ სათანადო ინფორმაცია პარკინგის წესებთან დაკავშირებით," - აცხადებს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი.

თბილისის პარკინგის ინსპექტორი მაია ჯულაყიძე განმარტავს, რომ შშმ პირები და ელექტრო ავტომობილის მქონე პირები ზონალური პარკირების გადასახადისაგან თავისუფლდებიან.

"ყველა პროგრესი, რაც მიმდინარეობს პარკირების სფეროში ნამდვილად დადებით შედეგზე გავყავართ აუცილებლად და მალე დაინახავს საზოგადოება და თბილისის მაცხოვრებელი ამის შედეგს. აბსოლუტურად თავისუფლდებიან ზონალური პარკირების გადასახადისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ელექტრო ავტომობილების მქონე პირები,"- განაცხადა თბილისის პარკინგის ინსპექტორმა მაია ჯულაყიძემ.

დღის ამბები