29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, რვა ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ეძლევა შესაძლებლობა, მსოფლიოს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს.

"რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, რვა ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქართული რაგბის უდიდესი წარმატება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც რაგბის კავშირი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მორაგბეებს მივცეთ და სულ რამდენიმე საათში შეიძლება ყველამ ერთად გამარჯვება ვიზეიმოთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები