ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია.
მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მკაცრი შეზღუდვები საჭირო აღარ გახდეს, რადგან ამას "ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს."
"ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევპირდებით მოსახლეობას, რომ კორონავირუსი გაქრება, ეს ჯერჯერობით, შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ რასაც შევპირდით არის, რომ ერთად ვისწავლით ცხოვრებას, მიუხედავად პანდემიისა და სწორედ ამას ვაკეთებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე, ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით,"-განაცხადა თურნავამ.