29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება. განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დღეს მედია არ ესწრებოდა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

"დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება.

ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, იმიტომ, რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები.

ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა, ისევე, როგორც სოციალური, ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ვირუსის მართვის პირობებში.

მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში 150 PCR ტესტს აკეთებდა და დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია საშუალოდ გააკეთოს 6000-7000 ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები