29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
გამოკითხულთა 84% ჯარს, 83% კი დადებითად ეკლესიას აფასებს - Survation-ის კვლევა

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - როგორ აფასებენ მოქალაქეები სხვადასხვა სამსახურისა და ინსტიტუტის საქმიანობას - ჯარს დადებითად აფასებს 84%, უარყოფითად კი - 6%. ეკლესიას 83 %-იანი ნდობა აქვს.

საჯარო სამსახურებიდან ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს თბილისის მერიას. მის საქმიანობას დადებითად აფასებს- 71 %, უარყოფითად - 27 %.

პოლიციას კი, 68 %იანი ნდობა აქვს. ძალოვანი უწყების საქმიანობას, უარყოფითად 24% აფასებს.

ადგილობრივი თვითმართველობას  დადებითად - 63 % აფასებს, უარყოფითად - 28 %,

არ ვიცი/უარი პასუხზე - 9%.

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა, 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 1 200 ადამიანი გამოკითხა.

კითხვა დაისვა რომელ პარტიას მისცემთ ხმას და ამავე პასუხის დასაზუსტებლად კვლევის ავტორები გამოკითხულებს ჩაეკითხნენ, რამდენად დარწმუნებულები არიან, რომ პოზიციას არ შეიცვლიან.

დაანგარიშდა პროცენტული მაჩვენებელიც, გამოკითხულთაგან რამდენი ადამიანი აპირებდა საარჩევნო პროცესში მონაწილეობას.

დღის ამბები