შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, ვარკეთილში მდებარე შპს "ივერიას" საბითუმო მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.
სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.