საბერძნეთში, ათენიდან 45 კილომეტრის მოშორებით მდებარე 7 დასახლებაში, ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლები. ცეცხლის ჩაქრობაში ავიაცია და 100-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა.
ხანძრის მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.